საქართველო - მეღვინეობის აკვანი

საქართველო მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიციის მქონე ქვეყანაა და "ღვინის აკვანად"-აც იქნა აღიარებული. 

ეს ფაქტი არქეოლოგიური გათხრების შედეგადაც დადასტურდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში აღმოჩენილ იქნა 8000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და აგრეთვე თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადებისა და შენახვისათვის.

ვაზი საქართველოს კულტურის და ეროვნების განუყოფელი ნაწილია, იგი ხშირად არის ნახსენები და გამოყენებული ქართულ პოეზიასა,მუსიკასა,არქიტექტურასა და რელიგიაში. ღვინო კი ქართველებისათვის ღირსების, სიძვირფასის და აღორძინების სიმბოლოა. 

 

 

დღეს საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიში არსებობს. შავი ზღვის მიერ განპირობებული ნოტიო ჰაერი და კლიმატი კი საუკეთესო პირობებს ქმნის ვაზის მოყვანისა და მეღვინეობის განვითარებისათვის. 

როგორც უხსოვარი დროიდან ისევე დღეს, აღმოსავლეთ საქართველო - კერძოდ კი კახეთის რეგიონი მეღვინეობის მთავარ ცენტრად ითვლება. სწორედ აქ აღინიშნება ყურძნის მოყვანისათვის ყველაზე კარგი პირობები. 

ღვინის მწარმოებელი კომპანია
2017 © Shalvino by NetPark Georgia
Shalvino
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა
კორპ. 1, ბინა 10, თბილისი 0194