სიახლეები
"ჩინეთის 94-ე საკვების და სასმელის გამოფენა-ფესტივალი "
მოხარულნი ვართ გაცნობოთ რომ, ჩვენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა "ჩინეთის 94-ე საკვების და სასმელის გამოფენა-ფესტივალში", რომელიც ჩატარდა ჩინეთში, სიჩუანის პროვინცია ქალაქ ჩენგდუში. ჩვენი კომპანია გამოფენა-ფესტივალს ესწრებოდა 24 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით. ჩვენი კომპანიის გარდა, ფესტივალზე სხვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც იყვნენ წარმოდგენილნი. გვინდა აგრეთვე გამცნობოთ რომ, ქართული პროდუქცია დადებითად იქნა მიღებული და ბევრმა ჩინელმა ღვინის იმპორტიორმა გამოიჩინა ინტერესი. ეს ფაქტი რათქმაუნდა სასიხარულოა როგორც ჩვენთვის, აგრეთვე ყველა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისათვის.