ჩვენ შესახებ
კომპანია
კომპანია "შალვინო" დაარსდა 2008 წელს. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოება და მისი რიალიზაცია.
კომპანიის საწარმო მდებარეობს სოფელ კარდენახში, გურჯაანის რაიონში.
რამოდენიმე ჰექტარით დაწყებული მეურნეობა გადაიზარდა წარმოებად, რომელიც მოიცავს ოცდათოთხმეტ ჰექტარ ვენახს და თანამედროვე იტალიური წარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ ქარხანას.
ჩვენი ვენახები გაშენებულის მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე,ზღვის დონიდან 390 მეტრზე.
წარაფების, ახოების და მოწყობილის მიკროზონაში მოყვანილი ყურძენი ოდიდგანვე ითვლებოდა საუკეთესოდ ნამდვილი კახური ქვევრის ღვინის დასამზადებლად.
ქარხნის ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია ასოცდაათი ქვევრი რომლის მთლიანი მოცულობა 220 ტონას შეადგენს. ქვევრში მზადდება და ძველდება უმაღლესი ხარისხის რარიტეტული კახური ქვევრის ღვინო.
ასევე აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით კომპანია „შალვინო“ ადგილწარმოშობის დასახელების შემაგრებული ღვინის „კარდენახი“-ს ერთადერთი მწარმოებელია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია „შალვინო“ ძველი ქართული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია.
შემაგრებული ღვინო „კარდენახი“ საქართველოში იწარმოება 1926 წლიდან რქაწითელის, კახური მწვანეს და ხიხვის ყურძნის ჯიშებისგან.
კომპანიის კიდევ ერთი სიამაყეა მისი თანამშრომლები, რომელთა დახმარებითაც, არსებობის მოკლე ისტორიის მიუხედავად, კომპანია შალვინომ შეძლო პრემიუმ კლასის ღვინის წარმოება.