პროდუქცია
ქინძმარაული
შალვინო
ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
დამზადებულია ქინძმარაულის მიკროზონაში, სოფელ ენისელის ტერიტორიაზე მოყვანილი საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან, რაც განაპირობებს ღვინის ექსკლუზიურ სურნელსა და გემოს.
მუქი ლალისფერი ღვინო გამოირჩევა კენკრის არომატებით, ხავერდოვანი დაბალანსებული ტანინით და მჟავიანობით.
ღვინოს აქვს გრძელი დაბოლოება ალუბლის და ბროწეულის ტონებით.
მიირთვით დესერტთან და ხილთან ერთად
ალკოჰოლი: 11,5%